იტალიის სავიზო
მომსახურების
ცენტრი თბილისში
თბილისი,
რუსთაველის გამზირი, # 27
ტელ: +995322430059

Premium Service

VMS – PREMIUM SERVICE

მოხარულნი ვართ შეგატყობინოთ, რომ იტალიის სავიზო მომსახურების ცენტრში 2015 წლის დეკემბრიდან ხელმისაწვდომია„პრემიუმ სერვისით“სარგებლობა.

მომხმარებელს, რომელიც ისარგებლებს აღნიშნული სერვისით ეძლევა შესაძლებლობა განსხვავებულ და კომფორტულ გარემოში განახორციელოს სავიზო დოკუმენტაციის ჩაბარება.

VMS – PREMIUM SERVICE ითვალისწინებს შემდეგ კომპლექსურ მომსახურებას:

  • საბუთების მიღება წინასწარი ჩაწერის/რეგისტრაციის გარეშე;
  • საბუთების ჩაბარების მორგებული განრიგი (09:30-18:00 სთ)
  • პროფესიონალი პერსონალის მიერ ინდივიდუალური მომსახურება;
  • სავიზო აპლიკაციის ფორმის შევსება;
  • ცივი/ცხელი სასმელი და მსუბუქი სამხარი;
  • ფოტოსურათის დამზადების მომსახურება (4 ცალი);
  • ქსეროასლების გადაღება;
  • დოკუმენტების ამობეჭდვა;
  • ვიზიანი პასპორტის მისამართზე მიტანა („DHL“);
  • დარბაზში მობილური ტელეფონითა და პერსონალური კომპიუტერით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • SMS და სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მოწოდება.ფასში გათვალისწინებული არ არის სავიზო ცენტრის სტანდარტული მომსახურების საფასური 23 ევროს ექვივალენტი ლარში და სავიზო მოსაკრებელი 35 ევრო. VMS – PREMIUM SERVICE–ში საბუთების ჩაბარება ხორციელდება როგორც წინასწარი რეგისტრაციით ოპერატორის მეშვეობით, ელ.ფოსტით შეტყობინების გამოგზავნით ან წინასწარი რეგისტრაციის გარეშე (სერვისით სარგებლობის მოთხოვნა შესაძლებელია პირდაპირ სავიზო ცენტრში).  ყურადღება:
  • VMS – PREMIUM SERVICE–ით სარგებლობა არ გულისხმობს რაიმე სახის პრივილეგიას იტალიის საკონულოში საბუთების განხილვის პროცესში, მათშორის არც განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვას. საბუთები განიხილება ინდივიდუალურად იტალიის კონსულის მიერ და გადაწყვეტილების მიღება ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.  საბუთების ჩამონათვალში მითითებული ყველა დოკუმენტის წარმოდგენა არ გულისხმობს ვიზის გაცემის ვალდებულებას.
  • საბუთების მიღება ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს 09:30 -18:00 საათებში.
  • VMS – PREMIUM SERVICE–ით სარგებლობის საფასურია 80 ევროს ექვივალენტი ლარში.