იტალიის სავიზო
მომსახურების
ცენტრი თბილისში
თბილისი,
რუსთაველის გამზირი, # 27
ტელ: +995322430059

ხშირად დასმული კითხვები

1. რა ტიპის ვიზა შემიძლია მოვითხოვო სავიზო მომსახურების ცენტრში?
ჩვენს ცენტრში შეგიძლიათ მოითხოვოთ ტურისტული ვიზა დამოუკიდებლად მოგზაურობის შემთხვევაში (სასტუმროს ჯავშნის წარდგენა აუცილებელია) ან ნათესავების/მეგობრების (იტალიელის ან უცხოელის, რომელიც ლეგალურად ცხოვრობს იტალიაში) მიერ მოწვევის შემთხვევაში. ტურისტული ვიზით შეგიძლიათ დაჰყოთ იტალიაში მაქსიმუმ 90 დღე 6 თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მოითხოვოთ საქმიანი ვიზა იმ შემთხვევაში, თუ იტალიაში გამგზავრებას საქმიანი ვიზიტით აპირებთ, მაგალითად მწარმოებლების მონახულება, კომპანიებში სტაჟირების გავლა, საქონლის შეკვეთა და ა.შ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზა შემდეგი მიზნით გამგზავრების შემთხვევაში:
ხანმოკლე სასწავლო კურსები, საუნივერსიტეტო კურსები, პრაქტიკა, მკურნალობა, ოჯახის გაერთიანება, მუშაობა, დაქირავებული მუშაობა, დაქირავებული მუშაობა ხელოვნების სფეროში, დამოუკიდებელი სამუშაო, დამოუკიდებელი სამუშაო ხელოვნების სფეროში, საზღვრის ხელახალი გაკვეთა, მოწვევა, ტრანზიტი.

2. როგორი უნდა იყოს ჩემი პასპორტის მოქმედების ვადა?
პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 90 დღით უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი ვიზის მოქმედების ვადას.

3. ვაპირებ შენგენის ზონის რამდენიმე ქვეყანაში წასვლას. შენგენის ზონის რომელი ქვეყნის საკონსულოში უნდა მოვითხოვო ვიზა?
ვიზა უნდა მოითხოვოთ იმ ქვეყნის საკონსულოში, რომელიც თქვენი მოგზაურობის ძირითადი მიზანია და სადაც მეტი ხნით აპირებთ გაჩერებას. თუ აპირებთ ყველა ქვეყანაში თანაბარი დროით დარჩენას, ვიზა უნდა მოითხოვოთ იმ ქვეყნის საკონსულოში, რომლის საზღვარსაც პირველად გადაკვეთთ შენგენის სივრცეში შესვლისას.

4. მაქვს იტალიის საკონსულოს მიერ გაცემული მოქმედი ვიზა, მაგრამ პასპორტი დაზიანებულია და ვეღარ გამოვიყენებ. შესაძლებელია ამ ვიზის გადატანა ახალ პასპორტში?
სამწუხაროდ, არა. ასეთ შემთხვევაში თქვენ ახალი ვიზა უნდა მოითხოვოთ.

5. შემიძლია დავრჩე იტალიაში ვიზით გათვალისწინებლზე მეტი დროით?
არა, თქვენ უნდა დატოვოთ ქვეყანა ვიზით გათვალისწინებული პერიოდის ფარგლებში (დააკვირდით დღეების რაოდენობას, და არა მხოლოდ ვიზის მოქმედების პერიოდს, რომელიც, როგორც წესი, აღემატება იმ დღეების რაოდენობას, რომელთა განმავლობაშიც შეგიძლიათ შენგენის სივრცეში გაჩერება).

6. რა არის “ცხოვრების უფლება”?
უცხო ქვეყნის (იგულისხმება ქვეყნები, რომლებიც არ შედიან შენგენის სივრცეში) მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე იტალიის პოლიციის საემიგრაციო სამსახური გასცემს დოკუმენტს, რომელიც მოქალაქეს აძლევს იტალიაში შემდეგი მიზეზებით ცხოვრების უფლებას: მუშაობა, სწავლა, ოჯახის გაერთიანება, ტურიზმი.
თუ ეს დოკუმენტი გაქვთ, შეგიძლიათ სხვა ქვეყნების მოქალაქეები მიიწვიოთ იტალიაში. მოწვევას უნდა დაერთოს ამ დოკუმენტის ასლი.

7. რომელი ქვეყნების შედის შენგენის ზონაში?
შენგენის ზონის ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი.

8. რამდენ ფურცელზე უნდა დაიბეჭდოს ანკეტა, 2 თუ 4?
ანკეტა შეიძლება დაიბეჭდოს ორი თაბახის ფურცელზე ორმხრივად ან ოთხი თაბახის თითო გვერდზე. ანკეტა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტიდან, გვერდი „ბლანკები და ანკეტები“.

9. არასრულწლოვანისთვის ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში საბუთების წარდგენისას მისი საკონსულოში მიყვანა აუცილებელია?
12 წლამდე ბავშვის გამოცხადება სავალდებულო არ არის.

10. ვიზაზე უარის მიღების შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო სავიზო მოსაკრებლის და თქვენი მომსახურების გადასახადის დაბრუნება?
არა. სავიზო მოსაკრებელის და ჩვენი მომსახურების საფასურის დაბრუნება არ ხდება არცერთ შენთხვევაში.

11. რა ვალუტით შემიძლია გადავიხადო?
ლარით.

12. რა განსხვავებაა „C“ და „D“ ტიპის სავიზო განაცხადს შორის?

„C“ ტიპის სავიზო განაცხადი გულისხმობს შენგენის ვიზას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დაჰყოთ შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გაცემული ვიზის ხანგრძლივობის შესაბამისად არაუმეტეს 180 დღის პერიოდში მხოლოდ 90 დღით. (ტურისტული, საქმიანი, სამკურნალო, სასწავლო, სტაჟირება და სხვა)

“D“ ტიპის სავიზო განაცხადი გულისხმობს იტალიის ნაციონალური ვიზის მიღებას, მისი ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 365 დღეს და შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
– ოჯახის გაერთიანება;
– განმეორებითი შესვლა;
– მისია;
– სამკურნალო (რაც აღემატება 90 დღის ხანგრძლივობას);
– სამუშაო ვიზა;
– ხანგრძლივი სტაჟირება (რაც აღემატება 90 დღეს);
– სასწავლო (როდესაც სასწავლო კურსის ხანგრძლივობა აღემატება 90 დღეს ).