იტალიის სავიზო
მომსახურების
ცენტრი თბილისში
თბილისი,
რუსთაველის გამზირი, # 27
ტელ: +995322430059

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • განახლებული სამოქალაქო აქტები

გაცნობებთ, რომ ძველი სამოქალაქო აქტები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა) რომელიც არ იქნება წარმოდგენილი განახლებული ფორმით ( ID და შტრიხკოდის გარეშე) არ იქნება მიღებული საკონსულოს მიერ.

ცნობების განახლება შესაძლებელია იუსტიციის სახლში.

  • იტალიის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი

შენგენის ზონის წესების თანახმად გახსენებთ, რომ ვიზის მიღება არ არის საზღვრის გადაკვეთის გარანტი. ამასთან, იტალიის (ასევე სხვა შენგენის წევრი ქვეყნის) საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ სრულუფლებიანი მანდატი საზღვარზე მოითხოვონ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

– საკმარისი თანხა ევროებში ან Fidejusione bancaria–ს ორიგინალი;

– სამოგზაურო დაზღვევა (ორიგინალი);

– სასტუმროს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან სასტუმროს ჯავშანი);

– მოწვევა (ან მოწვევის ასლი);

– არასრულწლოვნების შემთხვევაში მინდობილობა;

– სამოგზაურო ბილეთი (დახურული თარიღით).

  • ნოტარიული თანხმობა ვიზის გაცემაზე

თუ ნოტარიული თანხმობა გაცემული არ არის იტალიის საკონსულოს მოთხოვნის შესაბამისად, საბუთების ჩაბარების მომენტში აუცილებლად შეგექმნებათ შეფერხება. ნიმუში იხილეთ „არასრულწლოვან მოქალაქეები“ განყოფილებაში.

  • ცნობა სამსახურიდან

მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მუშაობის დაწყების თარიღი, დაკავებული პოზიცია, თანამდებობრივი სარგო, ინფორმაცია შვებულების/ მივლინების თაობაზე თარიღების მითითებით, ცნობა გაცემული უნდა იყოს იტალიის საკონსულოში წარსადგენად. ცნობა ვარგისია გაცემიდან 10 დღის ვადიში.

  • დამატებითი ინფორმაცია

ჩამონათვალში არსებული საბუთების წარდგენის შემდეგ, კონსულის მიერ თქვენი განაცხადის განხილვის პროცესში შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც სავიზო ცენტრის თანამშრომლებისთვის წინასწარ ცნობილი  ვერ იქნება.

  • ცნობა შემოსავლების შესახებ

იმ შემთხვევაში თუ ხელფასს იღებთ ნაღდი ანგარიშსწორებით (საბუღალტრო უწყისი) და ვერ წარმოადგენთ ბოლო 6 თვის სახელფასო ბრუნვას ბანკიდან, აუცილებელია წარმოადგონოთ ცნობა მიმდინარე წლის შემოსავლების შესახებ.
ცნობა გაიცემა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში ოპერატორის მიერ (ცნობა უფასოა), მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ID და შტრიხკოდი.

ყურადღება!!!

სავიზო მომსახურების ცენტრი „VMS“–ი იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რომელიც გაიცემა ჩვენი სერვის ცენტრის მიღმა.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მომხმარებლისთვის:
– ელ. ფოსტით და Call Center-ის მეშვეობით;
– მიმღებ–ოპერატორთან პირისპირ გასაუბრების გზით.

სავიზო ცენტრის ადმინისტრაცია ©