იტალიის სავიზო
მომსახურების
ცენტრი თბილისში
თბილისი,
რუსთაველის გამზირი, # 27
ტელ: +995322430059

არასრულწლოვანი მოქალაქეები

არასრულწლოვანმა მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული ანკეტა მშობლის ან ოფიციალური წარმომადგენლის ხელმოწერით;
  • პასპორტი, პასპორტის ასლი;
  • მშობლების პასპორტების ასლები;
  • დაბადების მოწმობის ორიგინალი, ასევე ასლი. თუ დაბადების მოწმობაში მშობლების გვარები არ ემთხვევა მშობლების პასპორტებში მითითებულ გვარებს, საჭიროა გვარის გამოცვლის დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა;
  • დაბადების მოწმობა თარგმნილი უნდა იყოს იტალიურ ან იგლისურ ენაზე;
  • თუ არასრულწლოვანი მოქალაქე მიემგზავრება მხოლოდ ერთი მშობლის ან სხვა პირის თანხლებით, საჭიროა ორივე მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.– თუ არასრულწლოვანი მოქალაქე მიემგზავრება ორივე მშობელთან ერთად, საჭიროა: მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ ისინი თანახმანი არიან მათმა არასრულწოვანმა შვილმა მიიღოს იტალიის შენგენის ვიზა;– მშობლების თანხმობა გაცემული უნდა იყოს მოთხოვნილი ვიზის ხანგრძლივობის სრული პერიოდისთვის.
  • იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვან მოქალაქეს საბუთების ჩაბარებისას თან არ ახლავს მშობელი ან მეურვე, საჭიროა მშობლის ნოტარიული მინდობილობა, რომლის თანახმადაც მესამე პირს ეძლევა უფლება ჩააბაროს იტალიის საკონსულოს სავიზო ცენტრში სავიზო განაცხადისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც საჭირო გახდება აღნიშნული საქმის შესრულებისთვის, მათ შორის მოაწეროს ხელი მშობლის ნაცვლად და გაიტანოს პასპორტი განაცხადის განხილვის დასრულების შემდგომ.
    • თუ არასრულწლოვანის ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია ან მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, საჭიროა:– ნოტარიულად დამოწმებული გარდაცვალების მოწმობის ასლი;– ნოტარიულად დამოწმებული სასამართლოს მიერ მშობლის უფლების ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.– თუ ერთ-ერთი მშობელი დაკარგულია, საჭიროა შესაბამისი საბუთის წარმოდგენა.
    • თუ არასრულწლოვანის დაბადების მოწმობაში მამის გვარი მითითებულია დედის განცხადების საფუძველზე, საჭიროა შესაბამისი საბუთის წარმოდგენა (მარტოხელა დედის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაიცემა სამოქალაქო რეესტრის მიერ).
    • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მესამე პირის თანხლებით, რომელსაც აქვს შენგენის ზონის ვიზა, საჭიროა მისი პასპორტისა და ვიზის ასლების წარდგენა.თანხმლები პირის ვიზის ხანგრძლივობა უნდა უტოლდებოდეს ან აღემატებოდეს არასრულწოვანის ვიზის ხანგრძლივობას.
    • ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
    • ნოტარიული თანხმობის ნიმუშის ტექსტები:

ნოტარიული თანხმობა